ფინეთმა, როგორც ალიანსის წევრმა, ნატოს პირველი სამხედრო წვრთნები დაასრულა

ხუთშაბათს PASSEX-ის წვრთნები დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას ფინეთი, გერმანია და პორტუგალია იღებდნენ. ამის შესახებ ფინეთის საზღვაო ძალები წერს.

12 აპრილს, ფინეთის ყურეში გერმანულმა ფრეგატმა "Mecklenburg-Vorpommern"-მა და პორტუგალიურმა ფრეგატმა "Bartolomeu Dias"-მა ფინეთის ფლოტის გემებთან ერთად წვრთნები ჩაატარა.

PASSEX-ის წვრთნების დროს შემოწმდა გემებს შორის თავსებადობა სიტუაციისა და ნავიგაციის სურათის შესაქმნელად. ფინეთიდან სწავლებაში მონაწილეობდნენ გემები Purunpää, Raahe და Porvoo.

"PASSEX-ის წვრთნები იყო პირველი, რომელშიც ფლოტი ახალ როლს ასრულებდა მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა", - თქვა ფინეთის საზღვაო ფლოტმა.

სწავლების შემდეგ გერმანული და პორტუგალიური ფრეგატები ჰელსინკში ჩავიდნენ. ისინი პორტში კვირის ბოლომდე იქნებიან.

მსგავსი სიახლეები