ფინეთში დაიწყო ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი საარტილერიო სწავლება

ორშაბათს, 4 ნოემბერს, ფინეთის ლაპლანდიის რეგიონში დაიწყო ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი საარტილერიო სწავლება ევროპაში - "ელვისებური დარტყმა 2024".

"ელვისებური დარტყმა 24" წარმოადგენს წვრთნების სერიის - "დინამიკური ფრონტი 25"-ის ნაწილს, რომელიც 5 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება - საფრანგეთი, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი და პოლონეთი.

წვრთნების ფინურ ნაწილში 3600 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც, 1250 ჯარისკაცი ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიდან იქნებიან.

სწავლების მიზანს წარმოადგენს ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების დემონსტრირება, ასევე, ოპერატიული სარდლობის, მართვის და თანამშრომლობის დამუშავება ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებთან ერთად.

"სწავლებების მასშტაბი აჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ალიანსის წევრი ქვეყნებისა და შეიარაღებული ძალების სარდლობისგან დახმარებას ძალიან სწრაფად მივიღებთ. ეს არის კარგი მაგალითი იმასა, რომ ჩვენი საველე არტილერია, ალიანსის ძალებსა და საშუალებებთან თავსებადობით, გამძლე თავდაცვას ქმნის ფინეთის და ნატოს ჩრდილოეთ ნაწილში" - განაცხადა პოლკოვნიკმა იან მიაკიტალომ.

ნატოს სწავლება "დინამიკური ფრონტი 25"-ში მონაწილეობას 5 ათას სამხედრომდე 28 ქვეყნიდან.

მსგავსი სიახლეები