ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უნდა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს სჭირდება საგანგებო გეგმების შემუშავება, რათა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის შემცირებისთვის და სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას 6 ივლისს Европейская правда ავრცელებს.
6 ივლისს ევროპარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ პუტინი აგრძელებს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას და ევროკავშირი მზად უნდა იყოს მიწოდების შეფერხებისთვის.
"ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაზის მიწოდების შემდგომი შეწყვეტისთვის და თუნდაც რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლეიენმა დაამატა, რომ მუშაობა გრძელდება ევროპის ერთიანი ბაზრისა და სამრეწველო ქსელების პოტენციური მიწოდების შეფერხებისგან დასაცავად. მან აღნიშნა, რომ ბაზრის დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, ევროკომისია მალე წარადგენს ევროკავშირის გეგმას საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რეაგირებისთვის.