ФСБ-ს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 38 ათასი რუსი ჩამოვიდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] სასაზღვრო სამსახური 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან გასული მოქალაქეების სტატისტიკას აქვეყნებს. 

უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან 3.8 მილიონი მოქალაქე გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. ამ გასვლების 28% იმ ქვეყნებზე, მოდის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა. 

გასვლების 40% კი რუსეთის მეზობელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე მოდის, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ვიზიტები უმეტესად არ ატარებს ტურისტულ ხასიათს და როგორც წესი უფრო ხანგრძლივია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეების ყველაზე სასურველი ქვეყნების ტოპ ხუთში მოხვდა საქართველოც. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ რუსეთის 38 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა "კერძო ვიზიტით". 

ამ კატეგორიაში შესაძლოა ნაგულისხმევი იყოს სამსახურეობრივი ან სასწავლო ან ნებისმიერი სხვა ტიპის, ტურისტულზე უფრო ხანგრძლივი ვიზიტი. 

რუსეთის მოქალაქეებისთვის სასურველი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • გაერთიანებული არაბული საამიროები - 264 000;
  • ყაზახეთი - 205 000;

  • სომხეთი - 134 000;

  • ესტონეთი - 125 000;

  • აზერბაიჯანი - 56 000;

  • საქართველო - 38 000;

მსგავსი სიახლეები