G7-ს სურს გაზარდოს ზეწოლა ბანკებზე, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები და ევროკავშირი ეძებენ გზებს იმ ბანკებზე ზეწოლის გასაზრდელად, რომლებიც რუსეთს არსებული სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან. ეს ივნისის შუა რიცხვებში დიდი შვიდეულის სამიტის ერთ-ერთი თემა იქნება.
ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
G7-ის ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს ზომებს მესამე ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც იყენებენ СПФС-ს, რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემას, რომელიც SWIFT-ის მსგავსია.
Bloomberg-ის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ СПФС სისტემას 150-ზე მეტი უცხოური ბანკი იყენებს 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის ბელორუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ტაჯიკეთში. СПФС-ის გამოყენება 2023 წელს სამჯერ გაიზარდა, 2022 წელთან შედარებით.
გამოცემის ცნობით, ევროკომისია განიხილავს ამ სისტემის სანქცირებას, მაგრამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება СПФС-ის სრულ აკრძალვას, რადგან ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან.
ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც შეამცირებს სანქციების თავიდან არიდების შესაძლებლობას, მიმართული იქნება კონკრეტულ ბანკებზე, რომლებიც ეხმარებიან მოსკოვს.
Bloomberg-ის ცნობით, დისკუსია იტალიაში G7-ის სამიტამდე გაგრძელდება, სადაც ლიდერები აპირებენ შეთანხმდნენ სხვადასხვა ზომებზე, რათა უკეთესად აღასრულონ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
ამასთანავე, G7 იმედოვნებს, რომ შეთანხმებას შეძლებს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე.