გაერო: იემენის ომში ასობით ბავშვი მებრძოლი დაიღუპა

 

2020 წელს იემენის სამოქალაქო ომში 1500-ზე მეტი ჰუსიტი მებრძოლი ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ასეული - 2021 წელს. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამბოხებულები არასრულწლოვანების რეკრუტირებას აგრძელებენ. ამისთვის ისინი საზაფხულო ბანაკებსა და მეჩეთებს იყენებენ.

ბანაკებში ბავშვებს ასწავლიან, რომ მათი მთავარი მტერი ამერიკა და ებრაელები არიან.

2015 წელს, ომის დაწყებიდან დღემდე იემენში 10 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთის ავიადარტყმებია.

ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.

გაეროს ანგარიშში დაღუპული ბავშვების სიაც გამოქვეყნდა.

 

 

მსგავსი სიახლეები