გაერთიანებული სამეფოს თავდაცვით სტრატეგიაში რუსეთი მთავარ საფრთხედაა შეფასებული
"რუსეთი კვლავაც წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, როგორც სამხედრო, ასევე, ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით. ბოლო წლებში რუსეთის არმიის მოდერნიზაცია, სახელმწიფოს ყველა რესურსისა ინტეგრირების შესაძლებლობა და მუდმივი მზაობა რისკითვის, რუსეთს არაპროგნოზირებად მოთამაშედ აქცევს",- წერია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ბრიტანელი სამხედროების აზრით, რუსეთის აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ზუსტი დარტყმები, ამასთანავე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემა ლონდონს და მის მოკავშიირებს ართმევს მოქმედების თავისუფლებას. "ამგვარად, რუსეთი შესაძლოა წარმოადგენდეს სერიოზულ საფრთხეს დიდი ბრიტანეთის ინტერესებისთვის ევროპაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში",- ნათქვამია სტრატეგიაში.
დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის მოდერნიზაცია საშუალებას მიძლევს სამეფოს გააძლიეროს თავისი პოზიციები არქტიკაში, ბალტიისა და შავ ზღვაში. "მოცულობითი ინვესტიციები ახალი თაობის ფრეგატებში და გაუმჯობესებული ოპერატიული შესაბამისობა მოკავშირეებს სამხედრო ძალებთან, საწინდარია იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი შეინარჩუნებს თავის ისტორიულ როლს და უზრუნველყოფს NATO-ს მოქმედების თავისუფლებას ჩრდილოეთ ატლანტიკურ რეგიონში",- წერია დოკუმენტში.
ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებულად გააძლიერებს კავშირებს უკრაინასთან, საბერძნეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. როგორც სტრატეგიაში აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი გაზრდის თავის როლს შავი ზღვაში თავისუფალი და შეუფერხებელი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანით გაზრდის სამხედრო წარმომადგენლობას აფრიკაში, წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონში.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საგარეო პოლიტიკის განახლებული სტრატეგია 16 მარტს თემთა პალატაში პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარმოადგინდა. "დიდი ბრიტანეთი ვერ იქნება კმაყოფილი რეგიონალური საგარეო პოლიტიკის შეზღუდული ჰორიზონტით, ჩვენთვის არ არსებობს შორეული ქვეყნები",- განაცხადა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას.
მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებაზე დამატებით 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია ქვეყნის ბირთვული პოტენციალის განახლება. გეგმის მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ბირთვული პოტენციალი 40%-ით გაიზრდება.