გაიდაი: დამპყრობლები კრემენნაიას ნაღმავენ და თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსმა ოკუპანტებმა კრემენნაიას (ლუგანსკის ოლქი) თავდაცვისთვის მზადება დაიწყეს. ქალაქში დიდი რაოდენობითა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა, რომლის ფრაგმენტიც მან 4 ოქტომბერს Telegram-ზე გამოაქვეყნა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ საკმაოდ ბევრი ოკუპანტია და ყველაფერს ნაღმავენ - გზებს, შენობებს. ანუ თავდაცვისთვის ემზადებიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესანელებლად". - განაცხადა გაიდაიმ.

მან აღნიშნა, რომ კრემენნაია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან იქიდან უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ წინსვლა როგორც ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტარობელსკისკენ, ასევე ლუგანსკის ოლქის რუბიჟნესა და სევეროდონეცკის მიმართულებით.

კონტექსტი

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 9000 კმ² ტერიტორია განთავისუფლდა.

1 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი მთლიანად გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები