გაიდაი: უკრაინელებმა კრემენნაიაში 300-მდე დამპყრობელი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღეში ლუგანსკის რეგიონში, კრემენნაიაში 300-მდე რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ Telegram-ზე 3 სექტემბერს ლუგანსკის სამხედრო-რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, თითქმის 50 ათასი დაღუპული დამპყრობლის გარდა, 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.
"კრემენნაიაში ბოლო დღეები "ნათელი" იყო. მრავალრიცხოვანი აფეთქებების შედეგად 300-მდე რაშისტი [დაღუპული რუსი მომღერლის იოსებ] კობზონის კონცერტზე აღჭურვილობით წავიდა", - წერს გაიდაი.