ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათიდან დღემდე 53 პალესტინელი დაიღუპა

ჰამასის კონტროლირებული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათიდან დღემდე ისრაელის სარაკეტო თავდასხმებს 53 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია - 320.
დაღუპულებიდან 14 არასრულწლოვანია.
ამჟამად უცნობია დაღუპულთაგან რამდენია ჰამასის, ისლამური ჯიჰადის ან სხვა დაჯგუფების წევრი.