გერმანია და ნორვეგია წყალბადის სატუმბ მილსადენს ააშენებენ
გერმანია და ნორვეგია ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის სფეროებში გრძელვადიან მჭიდრო პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე 5 იანვარს, ოსლოში შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
ამ მილსადენით ნორვეგიული კონცერნი Equinor ჯერ გერმანიას ბუნებრივ აირს მიაწოდებს, შემდეგ კი განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოებულ წყალბადს, რომელსაც გერმანული კომპანია RWE მიიღებს.
"ჩვენ ვიცით, რომ წყალბადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე ტრანსფორმაციისთვის და გერმანიისთვის. ჩვენ გვინდა ავაშენოთ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურები, რომლებიც იმუშავებენ წყალბადზე. ეს წყალბადი შეიძლება და უნდა მიიღონ ნორვეგიიდან", - თქვა სტორემ.
გერმანია და ნორვეგია ასევე გეგმავენ თანამშრომლობას ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის სფეროში CCS (Carbon Capture and Storage) ტექნოლოგიის გამოყენებით. გერმანიაში ეს ტექნოლოგია აკრძალულია, მაგრამ ჰაბეკი აპირებს კანონში ცვლილებების მიღებას.
"კლიმატის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დავსახეთ, ჩვენ აღარ გვაქვს დრო ალტერნატივების მოსაძებნად. უმჯობესია CO2 მიწაში გადატუმბოთ, ვიდრე ატმოსფეროში გამოვუშვათ", - განმარტა რობერტ ჰაბეკმა.