გერმანია უკრაინას €400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს: სრული სია
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა სიმტე მიოლერმა უკრაინის ახალი სამხედრო დახმარების (400 მილიონი ევროს ღირებულების) დეტალებზე ისაუბრა.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
დახმარების პაკეტში აქცენტი კეთდება საბრძოლო მასალაზე:
- 155 მმ კალიბრის 30 ათასი ჭურვი;
- დაახლოებით 3800 კვამლის ჭურვი 155 მმ-იანი არტილერიისთვის;
- 105 ათასი 120 მმ-იანი ჭურვი ნაღმტყორცნებისთვის,
- 480 რაკეტა AT-2 სარაკეტო სისტემებისთვის.
გარდა ამისა, პაკეტში შედის 200 სხვადსხვა ტიპის ჯავშანტექნიკა, რაც საშუალებას მისცემს გამნაღმველებს უსაფრთხოდ მიუახლოვდნენ რუსულ დანაღმულ ველებს, ზამთრის ტანსაცმელი, უკვე მიწოდებული იარაღისა და მანქანების სათადარიგო ნაწილები.
ამასთანავე, უკრაინას გერმანიისგან მიიღებს 50 საზღვაო დრონს, რომელიც "აგრესორის მოგერიებაში დაეხმარება არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც."
"გამოყოფილი შეიარაღება გაიგზავნება ბუნდესვერის საწყობებიდან, ასევე სამრეწველო პარტნიორებთან ერთად. დაპირებული აღჭურვილობა უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს," - აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში.