გერმანიამ უკრაინას Gepard-ის სამი საზენიტო სისტემა, 155 მმ-იანი ჭურვები და დრონები გადასცა
22 დეკემბერს, გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების სია განაახლა და სამი თვითმავალი საზენიტო სისტემა Gepard-ის გადაცემა გამოაცხადა.
ამ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
Gepard-ის სამი თვითმავალი საზენიტო სისტემის გარდა, გერმანიამ უკრაინას 30 240 ჭურვი და 2500 155 მმ-იანი ჭურვი გადასცა ბუნდესვერისა და ინდუსტრიის მარაგებიდან.
უკრაინას ასევე ორი Wisent 1-ის ნაღმების გამწმენდი ჯავშანმანქანა, 10 Vector-ის სადაზვერვო დრონი, ორი სასაზღვრო საპატრულო მანქანა და ვერტმფრენებისთვის ორი AMPS-ის თვითდაცვის სისტემა გადაეცა.
უკრაინამ ასევე რვა მძიმე სატვირთო მანქანა Zetros, ორი 8x8 HX81 სატვირთო ავტომობილი და ხუთი ნახევრადმისაბმელიანი მანქანა და 25 536 40 მმ-იანი საბრძოლო მასალა და დაუზუსტებელი რაოდენობის სამედიცინო მარაგი მიიღო.
გასულ კვირას, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ნუსხაში შედიოდა Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა და მისთვის განკუთვნილი რაკეტები.