გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ს რაკეტები და 30 ჯავშანმანქანა Dingo გადასცა

გერმანიამ გასულ კვირას უკრაინას საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T-ს რაკეტები გადასცა. ამის შესახებ 9 ნოემბერს გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო 30 ჯავშანმანქანა Dingo, 18 დრონების საწინააღმდეგო სისტემა (აღნიშნულია, რომ მათგან 14 ადრე იყო მიწოდებული), 18 სადაზვერვო დრონი, ხუთი მძიმე ნახევრადმისაბმელი M1070 Oshkosh ტანკების ტრანსპორტირებისთვის და სამი ავტოჩამტვირთავი (რომელთაგან ორი უკვე გადაცემულია).

"უსაფრთხოების მიზნით, მთავრობა თავს იკავებს დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან, განსაკუთრებით მიწოდების მეთოდებთან და დროსთან დაკავშირებით, სანამ ეს შეიარაღება უკრაინას არ გადაეცემა", - დასძინა გერმანიის მთავრობამ.

მსგავსი სიახლეები