გერმანიაში Abrams-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი მებრძოლების წვრთნა დაიწყო

გერმანიაში მყოფი უკრაინელი ტანკისტები ამერიკული წარმოების Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნას შეუდგნენ. 

ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჰარონ ჰარნმა განაცხადა. 

საუბარია დაახლოებით, 400 უკრაინელ ჯარისკაცზე, წვრთნები გრაფენვერისა და ჰოენფელსის ბაზებზე მიმდინარეობს. წვრთნების პროცესი მოიცავს როგორც უშუალოდ ტანკის მართვის და სროლის, ასევე ტექნიკური მომსახურებისა და სამედიცინო დახმარების ნაწილს. 

მოსალოდნელია, რომ ამერიკულ ტანკებზე წვრთა დაახლოებით 10-12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. უშუალოდ საბრძოლო ტანკები კი გერმანიის სამხედრო ბაზებზე, მაღალი ალბათობით შემოდგომაზე გამოჩნდება. 

ამერიკული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ტანკებთან დაკავშირებით კოალიციური თანხმობის მიღწევა გაჭიანურდა. 

არსებული ცნობებით, გერმანია უარს ამბობდა უკრაინის საკუთარი Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე, თუ კი აშშ თავს შეიკავებდა ტანკების გადაცემისგან. 

მოსალოდნელია, რომ Abrams-ების 2 სატანკო ბატალიონს (31 ტანკს) უკრაინა მიმდინარე წლის შემოდგოომაზე მიიღებს. 

 

მსგავსი სიახლეები