გერმანიაში გაზის მარაგმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
გერმანიის გაზსაცავებში, ბუნებრივი აირის მარაგმა, რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ, ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ევროპული გაზის შემნახველი ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უკვე 24 ოქტომბერს 239.64 ტერავატ-საათი გაზი დაგროვდა და ამ მაჩვენებლით, 2019 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირებულ პიკს გადააჭარბა, როდესაც გაზის მარაგი 239.62 ტვტ/სთ-ს შეადგენდა.
"გასული კვირის ორშაბათიდან, გერმანიაში აბსოლუტური შენახვის მოცულობა რეკორდულ დონეზეა", - დაადასტურა სებასტიან ბლეშკემ, INES-ის (Initiative Energien Speichern) აღმასრულებელმა დირექტორმა.
მას შემდეგ, ეს მაჩვენებელი, 29 ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, 241.62 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: ფედერალური ქსელის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარსა და თებერვალში გერმანიამ სულ თითქმის 227 ტერავატ/საათ ბუნებრივი აირი მოიხმარა.
ბლეშკემ აღნიშნა, რომ გაზის დიდი მარაგი, მიუთითებს კარგ მომზადებაზე, მომავალი ზამთრისთვის.
გერმანიაში შესანახი ობიექტები ამჟამად 98.52%-ით სავსეა. ევროპაში, 29 ოქტომბრისთვის, გაზის ყველა საცავი ობიექტის შევსების დონემ, ევროპული გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ასოციაციის Gas Infrastucture Europe (GIE) მონაცემებით - 94.34% შეადგინა.