გერმანიაში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი კაცი დააკავეს

გერმანული მედიის უწყებით, კვირას, 22 იანვარს, მიუნხენში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის შპიონთან თანამშრომლობა.

თავად ეს შპიონი, რომელიც გერმანიის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა, გასული წლის დეკემბრის ბოლოს დააპატიმრეს.

კვირას დაკავებული კაცი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მას გერმანიის დაზვერვაში არ უმუშავია.

გენერალური პროკურორის თანახმად, ის გერმანული დაზვერვის თანამშრომელი ჯაშუშისგან საიდუმლო ინფორმაციას იღებდა, რუსეთში ჩაჰქონდა და იქაურ დაზვერვას გადასცემდა.

მსგავსი სიახლეები