გერმანიაში ულტრა-მემარჯვენეების წინააღმდეგ ქუჩაში 1.4 მილიონი ადამიანი გამოვიდა

გასული დღეების განმავლობაში, გერმანიაში, ულტრა-მემარჯვენე პარტია AFD-ს წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა, სადაც ორგანიზატორების თქმით, მონაწილეობა 1.4 მილიონმა ადამიანმა მიიღო. 

პარასკევიდან-კვირამდე, დემონსტრაციები, გერმანიის 100 სხვადასხვა ადგილზე ჩატარდა, ხოლო ბოლოს, დემონსტრანტები, დიდ ქალაქებში - ბერლინში, კიოლნსა და მიუნხენში შეიკრიბნენ. 

პოლიციის მონაცმებეით, ბუნდესტაგთან გამართულ აქციაზე, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მიუნხენში შეკრებილი ადამიანების რიცხვი 200 ათასს შეადგენდა. 

აქციის მონაწილეები დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და "ნაციზმზე უარის თქმას" მოითხოვდნენ. ამ საფრთხეებს, ისინი პარტიაში - "ალტერნატივა გერმანიისთვის"(AFD) ხედავენ. 

დემონსტრაციების დაწყებაც, სწორად AFD-ს უკავშირდება. 10 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები, სხვა ექსტრემისტებთან შეხვედრის დროს, ქვეყნიდან ემიგრანტებისა და "არა ასიმილირებული მოქალაქეების" გაძევების გზებზე საუბრობდნენ. 

ისინი ახსენებდნენ სიტყვა "რეემიგრაციას," რაც ულტრა-მემარჯვენე ძალების ენაზე, ემიგრანტებისა და უმცირესობების ქვეყნიდან გაძევებას ნიშნავს. 

ეს სიახლე შოკის მომგვრელია აღმოჩნდა ბევრისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგი გაზრდილია.

დემოკრატიის დასაცავად გამართულ დემონსტრაციას კანცლერი ოლაფ შოლციც შეუერთდა, რომლის თქმითაც, ემიგრანტების ქვეყნიდან გაძევება "ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმაა." 

"რეემიგრაციაზე" საუბარი გასული წლის ნოემბერში, პოტსდამის ერთ-ერთ სასტუმროში შედგა, სადაც AFD-ს წევრების გარდა, გერმანული "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ორი წევერი, რამდენიმე მეწარმე და ავსტრიელი ულტრა-მემარჯვენეები მონაწილეობდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები