გერმანიის ოპოზიციამ ხელისუფლებას მოუწოდა უკრაინას ფრთოსანი რაკეტები გადასცეს
უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა ნორბერტ როტგენმა ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინას უფრო მეტი იარაღი გადასცეს.
"რუსეთი კვლავ ფარავს უკრაინას ტერორის ტალღით და მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიანი მოსახლეობას. გერმანიამ საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს გაანადგუროს რუსული იარაღის საწყობები და მიწოდების ხაზები ფრონტის ხაზის სიღრმეში: Taurus," - თქვა პოლიტიკოსმა.
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდტმა მწვანეთა პარტიიდან აღნიშნა, რომ ეს ახალი ომის დანაშაულებია. მან უკრაინისადმი შემდგომი სოლიდარობისკენ მოუწოდა საზოგადოებში.
თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი მოწოდებები.
"რუსეთს კვლავ სურს უკრაინის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ," - თქვა მან.
Taurus-ის ფრთოსანი რაკეტის მოქმედების მანძილი 500 კილომეტრია. ბერლინი თავს იკავებს რაკეტების უკრაინისთვი მიწოდებაზე, რადგან შიშობს, რომ უკრაინა რაკეტებით რუსეთის ტერიტორიას დაბომბავს.
მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა Taurus-ის რაკეტებმა რადიკალურად იმოქმედოს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე.