გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია AFD-ს რეიტინგი 17%-მდე გაიზარდა
ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 17%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ.
Bild am Sonntag-მა სოციოლოგიური ორგანიზაცია Insa-ს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ერთ კვირის წინანდელ კვლევასთან შედარებით, AfD-ს რეიტინგი 1%-ით გაიზარდა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია.
მწვანეებიბის რეიტინგი 1%-ით შემცირდა (14%) და სოციალ-დემოკრატების რეიგინგი კი 21%-ია.
თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერა 8%-მდეა შემცირებული.
გამოკითხვაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი 28%-ით ლიდერობს.
"ალტერნატივას გერმანიისთვის" ყველაზე დიდი მხარდაჭერით ქვეყნის აღმოსავლეთში სარგებლობს, ქალაქ ბერლინის გარდა.
ულტრამემარჯვენე პარტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე გერმანიის ფედერალურ მთავრობას კიევის დახმარებისთვის აკრიტიკებდა და რუსეთთან დიალოგს ითხოვდა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, AfD-ს მსგავსი პოზიციის გამო, "რუსეთის პარტია" უწოდა.