ღამით უკრაინელებმა 17 Shahed-ის დრონი გაანადგურეს
13 მაისს, ღამით, რუსებმა უკრაინას ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან ირანული წარმოების Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
სულ რუსებმა უკრაინისკენ 21 დრონი გაუშვეს, მათგან 17 საზენიტო რაკეტების, გამანადგურებლების და მობილური ჯგუფების გამოყენებით ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, ღამით განადგურდა ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Орлан-10.
"სამწუხაროდ, ხმელნიცკის რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მტრის დრონები დაესხნენ თავს. ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ." - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთანავე, 12 მაისს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს Ланцет-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.