ღაზაზე შეტევის გაგრძელების შემთხვევაში ჰამასი მძევლების დახოცვით იმუქრება

ღაზაზე საავიაციო დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში ჰამასი გატაცებულუ ისრაელელი მძევლების დახოცვით იმუქრება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ღაზის ერთ-ერთი მედია Shehab news ჰამასის სამხედრო ფრთის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ამ საათიდან სახლებში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გაუფრთხილებელი დაბომბვების პასუხად მოვკლავთ მძევლად აყვანილ სამოქალაქო პირებს. პროცესი კი პირდაპირ ეთერში გავა",- ამბობს პრესსპიკერი საბრძოლო ფსევდონომით აბუ ობეიდა. 

ცოტა ხნით ადრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ქნესეთის დეპუტატებს განუცხადა, რომ ავიაციამ დარტყმების ტაქტიკა შეცვალა - კერძოდ თვითმფრინავები აღარ აგდებენ დაბომბვის ადგილას გამაფრთხილებენ ფუჭ ბომბს. გასულ წლებში ეს აპრობირებული პრაქტიკა იყო ფუჭი ბომბის ჩამოგდება სიგნალი იყო სამოქალაქო პირებისთვის, რომ დაეტოვებინათ ადგილი. 

კონტექსტი 

ბოლო მონაცემებით ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ისრაელელების რაოდენობა 130-ს აღწევს, მათ შორის არიან სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, მოხუცები, ქალები და ბავშვები. 

ისრაელის სამხრეთის ტერიტორიის გაწმენდასთან ერთად იზრდება მსხვერპლის რიცხვიც - ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად მოკლულია 900-მდე ისრაელელი, დაჭრილია თითქმის 3 000. 

ჰამასის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობამ 560-ს გადააჭარბა ღაზაში, დაჭრილია 2900.

მსგავსი სიახლეები