გირკინი რუსეთზე: ჩვენი თაგვებსაც აღარ ეშინიათ
რუსეთმა, უკრაინაში გაჩაღებული ომის დროს, დაკარგა რეპუტაცია, როგორც ძლიერმა სამხედრო ძალამ, რადგან მან ვერ მიაღწია უპირატესობას ვერც ბრძოლის ველზე და ვერც პოლიტიკურ ფრონტზე.
დონეცკელი ბოევიკების ყოფილმა ლიდერმა იგორ გირკინმა (სტრელკოვმა), რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანალიტიკოსად იქცა, ამის შესახებ 13 თებერვალს, Bastyon-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
გირკინი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთის "ბირთვული კოზირიც" არ იწვევს შიშს დასავლეთში.
"რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია დაემუქროს [ბირთვული იარაღით], მაგრამ არავის დაუჯერებს. მაშინაც კი, თუ [ისინი] გადაწყვეტენ გამოიყენონ ბირთვული კოზირი, დასავლეთს საერთოდ არ სჯერა ამის მარცვლეულის შეთანხმებების და მინსკის გაუთავებელი მოლაპარაკებების შემდეგ", - თქვა მან.
ბოევიკების ყოფილი ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის "უკბილო" სამხედრო კამპანიამ უკრაინაში, გაანადგურა მისი ძლიერების იმიჯი დასავლეთში.
"ეს განადგურდა არამარტო დასავლეთში, არამედ ყველგან. მე მჯერა, რომ ჩინეთის ძალიან სუსტი მხარდაჭერა გამოწვეულია კრემლის "გამორჩეული" ქმედებით და ჩვენი შეიარაღებული ძალების არაეფექტურობით. იმიტომ რომ სუსტის მხარდაჭერას, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ [აზრი არ აქვს]", - ფიქრობს ის.
გირკინის თქმით, რუსეთი ჯერ არ გამხდარა ჩინეთის სატელიტი - "კრემლი ამაზე არ მიდის", მაგრამ რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩინეთის მოკავშირის სტატუსი საეჭვოა.
"მოკავშირის სტატუსი - ის უნდა დავიცვათ. და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო გზით მოვითხოვოთ ეს სტატუსი. ბოდიში, თუ შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნეიტრალურები იყვნენ, დაიწყეს რუსეთის ფედერაციაზე შეტევა, თუ ისინი შევლენ ნატოში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თაგვებსაც აღარ ეშინიათ", - განაცხადა მან.
გირკინის თქმით, ესტონელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ქვეყანა აპირებს დაბლოკოს და თავის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანოს ექსტრატერიტორიული დერეფანი, რომლითაც რუსეთი ამარაგებს კალინინგრადს, მოწმობს რუსეთის მიერ ავტორიტეტის დაკარგვაზე.
"ესტონეთი! რა პრესტიჟზე შეიძლება ვისაუბროთ მსოფლიოში? ირანს მეტი პრესტიჟი აქვს, ჩრდილოეთ კორეას მეტი პრესტიჟი. მათი [ესტონელების. - რედ] მუქარა დამაჯერებელია", - აღნიშნა გირკინმა.