გლუკსმანი: გერმანული კომპანიები ჩინეთის ლობისტები არიან

 

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი მსხვილ გერმანულ კომპანიებს ევროპაში „ჩინეთის ინტერესების ლობირებაში“ ადანაშაულებს.

გლუკსმანის თქმით, სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების სანაცვლოდ ევროკავშირი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ჩინეთის გეოპოლიტიკურ ექსპანსიაზე რეაგირებისგან თავს იკავებს.

ხშირად ევროპაში „ჩინეთის ინტერესების ელჩების“ როლს ევროპაში გერმანული ბიზნეს-წრეები ირგებენ, როგორიცაა „ფოლკსვაგენი“, აცხადებს ევროპარლამენტარი.

„ევროპულმა ინსტიტუტებმა ტაივანთან თანამშრომლობის ტაბუ უნდა დაამსხვრიონ“, - განაცხადა გლუკსმანმა კუნძულოვან დემოკრატიაზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

42 წლის დეპუტატი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაივანის კუნძულზე ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ევროკავშირის მიერ ჩინეთთან უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

მარტში გლუსკმანს და ოთხ სხვა ევროპარლამენტარს პეკინმა სანქციები დაუწესა ფრანგი პოლიტიკოსის მიერ ეთნიკური უიღურების წინააღმდეგ ჩინეთის განხორციელებული რეპრესიების კრიტიკის გამო.

პეკინის ქმედების საპასუხოდ ევროპარლამენტმა ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები