გრემი: აშშ უკრაინაზე ატომურ დარტყმას ნატოზე თავდასხმად განიხილავს

თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მუქარას და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ ამას ნატოზე თავდასხმად აღიქვამს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, წერს Dikgazete.

სენატის სასამართლო კომიტეტის სხდომაზე სათაურით "ნიურნბერგიდან უკრაინამდე: პასუხისმგებლობა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე" სიტყვით გამოსვლისას სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინაში მისი არმიის მიერ ჩადენილი კანონების ყველა დარღვევაზე.

"თუ პუტინი განაგრძობს მუქარას და გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ჩვენ ამას მივიჩნევთ ნატოზე ფართომასშტაბიან თავდასხმად. რადიაცია გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ევროპასზე", - თქვა გრემმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ატომურ იარაღს შანტაჟისთვის იყენებს. ნატომ კი მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს მოსკოვს, რა იქნება პასუხი.

"თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამ გზავნილს, ჩვენ უზარმაზარ შეცდომას დავუშვებთ პუტინისა და მისნაირი ტირანების მიმართ", - თქვა გრემმა.

მსგავსი სიახლეები