ჰააგის სასამართლოს ორდერის გაცემის შემდეგ პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია

დღეს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება შანხაის თანამშრომლობის კლუბის სამიტს - სამიტის ფორმატი მასპინძელმა სახელმწიფომ ინდოეთმა სამიტამდე 1 თვით ადრე, მოულოდნელად შეცვალა. 

დღესვე გავიგეთ, რომ ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას და მის მაგივრად ანკარას სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ეწვევა. 

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება, თუ არა ვლადიმირ პუტინი BRICS-ს სამიტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც აგვისტოში აიღებს სტარტს. 

ამგვარად, 17 მარტის შემდეგ ვლადიმირ პუტინს არცერთი საზღვარგარეთული ვიზიტი არ ჰქონია - ამ დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

რა ვიცით 

ვლადიმირ პუტინის ნახევრად საზღვარგარეთული ვიზიტი მოკავშირე ბელარუსის რესპუბლიკაში გასული წლის 19 დეკემბერს შედგა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ამ დრომდე რუსეთის პრეზიდენტი ჯამურად 10 იმყოფებოდა საზღვარგარეთულ ვიზიტებში, თუმცა ბოლო თვეებში ვლადიმირ პუტინის ვიზიტები მკვეთრად შეწყდა. 

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ პუტინი დაესწრებოდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს, რომელიც სტარტს პირველ ივლისს ინდოეთში აიღებს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივი გაზეთი Hindu საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოულოდნელად სამიტის ფორმატი შეიცვალა. 

გაზეთის წყაროების ცნობით, სამიტის ვიდეო კონფერენციის ფორმატში გადატანის გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების ლიდერების დაძაბულ გრაფიკს უკავშირდება. გაზეთის ცნობით, საუბარია პაკისტანის და ჩინეთის ლიდერების გრაფიკზე, ასევე დატვირთული დღის წესრიგი აქვს ინფოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის. 

გავრცელებული ცნობების შესახებ დასმულ კითხვაზე უპახუხა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა - "განიხილება სამიტში მონაწილეობის სხვადასხვა ვარიანტი, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი წარმოდგენლი იქნება ღირსეულად."

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტები, რომელიც 2001 წელს რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებმა დაარსეს როგორ წესი ცოცხალ რეჟიმში იმართება. ერთადერთი გამონაკლისი პანდემიური 2020 წელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინი ორგანიზაციის უკანასკნელ სამიტსაც არ ესწრებოდა - მაშინ ოფიციალური მიზეზად პრეზიდენტის გარმეცვაში კოვიდ ინფექციის აფეთქება დასახელდა. 

რუსული საგამოძიებო გამოცემა Верстка-ს წყაროს ცნობით, ვლადიმირ პუტინი ბოლო თვეებში თავს დაუცველად გრძნობს. საუბარია არამხოლოდ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერზე, არამედ კრემლის თაღზე დრონების თავდასხმაზეც. 

ბევრმა კომენტატორმა ამის დადასტურებად მიიჩნია რუსულ სამთავრობო მედიაში დღეს გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტი არც რეჯეფ თაიპ ერდოღანის ინაგურაციას დაესწრება. 

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია აპირებს თუ არა პუტინი BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებას, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოა და რომელსაც შესაბამისად პუტინის დაკავების ლეგალური ვალდებულება ექნება. 

ამ თავისტკივილის მოგვარებას უკვე 2 თვეა უშედეგოდ ცდილობს სარ-ის მმართველი პარტია და ლიდერი, სირილ რამაფოსა. თავდაპირველად რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვებდა რომის ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. 

რომის სტატუტის ხელმომწერთა სიიდან სარ-ის გასვლის პროცედურა მმართველმა პარტიამ, აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა (ANC) ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოოდ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტმა შეაჩერა. 

მოგვიანებით, რამაფოსამ კაცნელარიამ უარყო პრეზიდენტის განცხადება, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ განიხილება. გუშინ, 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამიტის ყველა მონაწილეს დიპლომატიურ იმუნიტეტს მიანიჭებს. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტზე გაცემულ ორდერს. 

 

მსგავსი სიახლეები