ჰაინსი: დამატებითი მობილიზაციის გარეშე რუსეთს მცირე შეტევების ძალაც არ ექნება
მიმდინარე წელს რუსეთი მაღალი ალბათობით ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი იერიშის ორგანიზებას. ამის მიზეზი ცოცხალი ძალის და საბრძოლოს მასალის ნაკლებობაა.
ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა სენატში გამართული მოსმენისას განაცხადა.
"სინამდვილეში, თუ რუსეთი არ დააინიცირებს იძულებით მობილიზაციას და არ უზრუნველყოფს ირანის გარდა, საბრძოლო მასალების მარაგს, მათ სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ მოკრძალებული შეტევეთი ოპერაციების ორგანიზებაც",- განაცხადა ევრილ ჰაინსი.
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსის თქმით, მათ ხელთ ასრებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა შეემცირებინა მისი მოკლევადიანი მიზნები. ჰაინსის თქმით, შეცვლილ ვითარებაში პუტინი შეეცდება გამარჯვებად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება და უკრაინის ნატოში არგაწევრიანება.
ამასთანავე, ჰაინსი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის ან ცეცხლის შეწყვეტისთვის, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებულია რუსეთის გამაჯრვებაში.
ევრილ ჰაინსმა შეაფასა რუსეთის მიერ წარმოებული ზამთრის იერიშიც - მისი თქმით, ეს ომის დაწყების დღიდან რუსეთის მიერ წარმოებულ იერიშებს შორის ყველაზე ნაკლებად წარმატებული იყო.