ჰამასი: ღაზაზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 4 ისრაელელი მძევალი დაიღუპა

ჰამასის იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი, რომელიც აბუ ობეიდას სახელითაა ცნობილი, აცხადებს, რომ ისრაელის დაბომბვას ღაზას სექტორში ოთხი ისრაელელი მძევალი შეეწირა.

"ამაღამ და დღეს ოკუპანტების მიერ ღაზას სექტორის დაბომბვამ მტრის ოთხი ტყვის და მათი დამატყვევებლების, კასიმის მოჯაჰედების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია." - დაწერა აბუ ობეიდამ თავის Telegram არხზე.

ისრაელის ხელისუფლებას ჰამასის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები