ჰამასი: ვაფასებთ პუტინის პოზიციას, რომელმაც შუამავლობის სურვილი გამოთქვა

ჰამასში განაცხადეს, რომ "აფასებენ ვლადიმირ პუტინის პოზიციას, რომელმაც დაგმო ღაზის ბლოკადა და ყველაფერს აკეთებს ისრაელის შეტევების შესაჩერებლად."

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

13 ოქტომბრის განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა პალესტინისა და ისრაელის პრობლემის გადასაწყვეტად "კონსტრუქციულად განწყობილ პარტნიორებთან კოორდინაციის მზაობა გამოთქვა."

კონტექსტი

ისრაელის ჰამასის უპრეცედენტოდ მასშტაბური თავდასხმის შემდეგ მოსკოვმა მწუხარება გამოთქვა, თუმცა არ დაუგმია დაჯგუფების მოქმედება. თავის კონფლიქტის განახლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის სრული ჩავარდნის შედეგია. 

"ისრაელი რა თქმა უპრეცედენტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელიც ისტორიაში არ მომხდარა, არამხოლოდ მასშტაბით, არამედ სისასტიკითაც. ისრაელი პასუხობს მასშტაბურად, ასევე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით. მოვუწოდებთ მათ იფიქრონ მშვიდობიან მოსახლეობაზე."

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოკლულია 10 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი. 

მსგავსი სიახლეები