ჰეზბოლა: ალ-არურის ლიკვიდაციაზე პასუხად IDF-ის საკვანძო პუნქტი გავანადგურეთ

შიიტური დაჯგუფება ისრაელზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება - ჰეზბოლას მტკიცებით, სალეჰ ალ-არურის ლიკვიდაციაზე საპასუხოდ ისრალის მიმართულებით 60 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც განადგურებულია ისრაელის არმიის საკვანძო სადამკვირვებლო პუნქტი. 

ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, სალეჰ ალ-არური 2 იანვარს ბეირუთის იმ ნაწილში მოკლეს, რომელსაც ჰებზოლა აკონტროლებს. თავდასხმა დრონით განხორციელდა, ისრაელი ოპერაციაში მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

"ჰამასის ელჩი ირანში" - ვინ იყო ბეირუთში მოკლული სალეჰ ალ-არური

ალ-არურის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის მარიონეტული დაჯგუფების ლიდერი გავრცელებულ რიგით მესამე სატელევიზიო მიმართვაში ისრაელს "სასჯელითა და შურისძიებით" დაემუქრა. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიბანის საზღვრიდან ჩრდილოეთ პროვინციაში 40 რაკეტა შემოვიდა, ამ რაიონებში ისმოდა საჰაერო განგაშის ხმაც. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 

კონტექსტი 

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ ვითარება გამწვავდა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე, რომელსაც ლიბანის მხრიდან ჰეზბოლა აკონტროლებს. 

საარტილერიო და ანტი-სატანკო სროლები ორმხრივია და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ისრაელმა ლიბანის მოსაზღვრე რაიონებში ევაკუაცია გამოაცხადა, საცხოვრებლის დატოვება ჯამში 100 ათასამდე მოქალაქეს მოუწია. 

გასული 3 თვის განმავლობაში ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მოკლულია ჰეზბოლას 100-ზე მეტი მებრძოლი. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, ამის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ჰეზბოლა ამ დრომდე ერიდობოდა ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციას და სრულმასშტაბიანი ომის ეტაპზე გადასვლას. 

უფრო მეტი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე წაიკითხეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები