ჰოლანდიის მთავრობა 3,500 გულშემატკივარს ევროვიზიაზე დასწრების უფლებას მისცემს

ევროვიზიამ ჰოლანდიის მთავრობისგან უფლება მიიღო 3,500 გულშემატკივარი დაესწროს კონკურსს. ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი როტერდამში, მაისში გაიმართება.

 

გეგმის მიხედვით არენა ნახევრად გაივსება და დასწრება მხოლოდ Covid-19-ზე უარყოფითი ტესტით იქნება შესაძლებელი.

 

ჰოლანდიის მთავრობამ მარტში, ამსტერდამში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე 1,500 ადამიანს მისცა დასწრების უფლება, ხოლო შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თამაშს 5,000 ადამიანი ადევნებდა თვალს სტადიონიდან შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

 

ამის მიუხედავად, წინა კვირაში პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გაგრძელდება. 

 

ევროვიზია ჰოლანდიაში 18-22 მაისს ჩატარდება, საქართველოს კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარმოადგენს, სიმღერით You Are My Sunshine.

მსგავსი სიახლეები