ნიდერლანდები შეწყვეტს იმ მიგრანტების მხარდაჭერას, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ
ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობა აპირებს შეწყვიტოს თავშესაფრის მაძიებლებისთვის ნებისმიერი ფორმის განსახლების დაფინანსება, რომლებსაც უარი ეთქვათ ბინადრობის სტატუსზე და დაევალათ ქვეყნის დატოვება.
ამის შესახებ ოთხშაბათს მიგრაციის მინისტრმა მარჟოლეინ ფაბერმა განაცხადა.
ნიდერლანდები ხუთ დიდ ქალაქში, მათ შორის ამსტერდამი, როტერდამი და ეინდჰოვენი, თავშესაფრები ფუნქციონირებს თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებსაც უარი ეთქვათ და დაფინანსების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის.
"მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო," - თქვა ფაბერმა, ულტრამემარჯვენე პარტია PVV-ს წევრმა. სამთავრობო კოალიციიის წევრი პარტიების შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მთავრობა მათ დაფინანსებას შეუწყვეტს და ეს თარიღი უკვე მომავალი წლის იანვარია.
ფაბერის წინამორბედ ერიკ ვან დერ ბურგს ასევე სურდა დაფინანსების შეწყვეტა ხარჯების შემცირების მოტივით, მაგრამ კოალიციურმა პარტნიორებმა D66-მა და ChristenUnie-მ აიძულეს შეეცვალა თავისი აზრი.
ცენტრალი და ადგილობრივი ხელისუფლება წლებია ებრძვიან თავშესაფრის მაძიებლების პრობლემას.
ამჟამად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც უარი ეთქვათ, დევნილთა ცენტრებიდან ასახლებენ და სავარაუდოდ ისინი სახლში დაბრუნდებიან. ათასობით მათგანი იძულებულია მძიმე პირობებში ან ისეთ თავშესაფრებში იცხოვროს, რომლებსაც ეკლესიები და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები სთავაზობენ.
მუნიციპალური თავშესაფრები ქუჩაში მცხოვრებ ლტოლვილებს ძირითად საჭიროებებს უკმაყოფილებენ: საწოლს, საკვებს და პანსიას. ლტოლვილებს შეუძლიათ თავშესაფრებში დარჩენა, თუ ისინი თანახმა არიან სამშობლოში დაბრუნებაზე.