იაპონია რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს
იაპონია შეუერთდა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შემოიღეს. შესაბამისი დოკუმენტი იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
იმპორტის აკრძალვა 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
დოკუმენტის მიხედვით, აკრძალვა იაპონიის მთავრობის მიერ 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზეა შემოღებული, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირებისთვის აქტივების გაყინვის ღონისძიებების ფარგლებში.