იაპონიის პრემიერ-მინისტრს COVID-19 დაუდასტურდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ 21 აგვისტოს იაპონური სააგენტო Kyodo იტყობინება.
კიშიდამ, რომელმაც 12 აგვისტოს მეოთხედ აიცრა, ტესტი ერთი კვირიანი დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე გაიკეთა.
დაავადების სიმპტომები - სიცხე და ხველა - კიშიდაში შაბათს, 20 აგვისტოს დაეწყო. პრემიერის ოფისში განაცხადეს, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
უახლოეს მომავალში კიშიდა მოვალეობას თავისი რეზიდენციიდან დისტანციურად შეასრულებს.