იაპონიის პრემიერის გამოსვლისას აფეთქება მოხდა: ის არ დაშავებულა
იაპონიის პრემიერის ფუმიო კიშიდას კამპანიის დროს ვაკაიამაში აფეთქება მოხდა, პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა. ამის შესახებ სააგენტო Kyodo News წერს.
იაპონიის დასავლეთში ფუმიო კიშიდას ვიზიტის დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პრემიერი არ დაშავებულა. გამოცემა წერს, რომ უცნობმა მამაკაცმა ცრემლსაცენი ბომბის კიშიდასკენ სროლა სცადა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მმართველიმ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ესაუბრებოდა ქალაქ ვაკაიამას პორტში.
ინციდენტის შემდეგ კიშიდა მაშინვე გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, მამაკაცი კი დააკავეს.
Kyodo News-ის ცნობით, ცრემლსაცენი ბომბი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ადამიანიდან შემდგარი აუდიტორიიდან ისროლეს.
გასული წლის ივლისში იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე მოკლეს.