იემენის აეროპორტში აფეთქებამ 8 ადამიანი იმსხვერპლა

 

შაბათს იემენში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 11 კი დაშავდა.

აფეთქება ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. 

აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები, ჩამსხვრეულია ახლომდებარე სახლების ფანჯრები.

აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინცინდეტი შესაძლოა საწვავის გადამზიდი სატვირთო ავტომობლის აფეთქებას გამოეწვია.

ქალაქ ადენზე სეპარატისტული ჯგუფების და ისლამური სახელმწიფოს თავდასხმები ხშირია.

რამდენიმე დღის წინ ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტმა ჰუსიტებმა ქალაქ ტაიზში სამი ადამიანი მოკლეს.

 

 

  

 

მსგავსი სიახლეები