ილონ მასკი საკუთარ თავს "ცენტრის ჯორჯ სოროსს" უწოდებს
ბიზნესმაგნატმა ილონ მასკმა, საკუთარ თავს "ცენტრის ჯორჯ სოროსი" უწოდა.
ჯორჯ სორისი ცნობილი მილიარდერია, რომელიც მემარცხენე და ლიბერალი პოლიტიკოსების კამპანიებს და ორგანიზაციებს აფინანსებს.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ასწია მასკმა ხელი მას შემდეგ, რაც გამომსვლელმა ჰკითხა, სად არის "მემარჯვენე ჯორჯ სოროსი."
მის პასუხს აპლოდისმენტები და მოჰყვა და კითხვის ავტორმა მასკს უთხრა: "ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ."
მაგრამ თავის სოციალური მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა აღნიშნა: "უფრო ზუსტი იქნება, რომ მე ვარ ცენტრის "ჯორჯ სოროსი". მე არ მინდა, რომ ქანქარა ძალიან შორს გადაიხაროს მარჯვნივ, მაგრამ ახლა ის უბრალოდ ძალიან მარცხნივ არის."
მასკი ადრე აცხადებდა, რომ სოროსს "სძულს კაცობრიობა."
"სოროსმა აღმოაჩინა, რომ მცირე თანხის დახარჯვა ბევრ ბუნდოვან, მაგრამ გავლენიან საარჩევნო კამპანიაში ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მნიშვნელოვან საარჩევნო კამპანიებში დახარჯული ფული," - დაწერა მასკმა გასულ წელს X-ზე. "ადამიანების შეცდომა არის მოსაზრება, რომ მან ეს კაცობრიობის სასიკეთოდ გააკეთა. მას სძულს კაცობრიობა. სოროსის ორგანიზაციას, როგორც ჩანს, დასავლური ცივილიზაციის განადგურება სურს."