ინდოელი ჟურნალისტი "ანტი-ეროვნული" პოზიციებისთვის დააპატიმრეს
ინდოეთის პოლიციამ ქაშმირში ჟურნალისტი დააპატიმრა, რომელსაც ბრალად "ანტიეროვნული შინაარსის" მასალების გამოქვეყნება ედება. პოლიციის განცხადებით, მან ეს კრიმინალური განზრახვით გააკეთა.
ფაჰა შაჰი ქაშმირ ვალას რედაქტორია. აღნიშნულმა მედიამ 30 იანვარს ინდოელ სამხედროებსა და აჯანყებულებს შორის მომხდარი დაპირისპირება ისე გააშუქა, რომ მაყურებელს ორივე მხარის პოზიცია დაენახა.
შეტაკებისას ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, რომელსაც პოლიციამ "ჰიბრიდული ამბოხებული" უწოდა.
ქაშმირ ვალამ დაღუპულის ოჯახის წევრების ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლებიც პოლიციას არ ეთანხმებიან.
ჟურნალისტს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.