ინდოეთი ოქტომბრიდან ვაქცინების ექსპორტს გააგრძელებს
ოქტომბრიდან ინდოეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტს გააგრძელებს.
The Associated Press-ის ცნობით, ქვეყანას სურს საკუთარი ძალისხმევით განსაკუთრებული როლი ითამაშოს პანდემიის დამარცხებაში.
ინდოეთის პრიორიტეტი ვაქცინის მეზობელ ქვეყნებში გატანა და COVAX პლატფორმისთვის გადაცემა იქნება.
ინდოეთი მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქვეყანამ აცრების ექსპორტი აპრილში შეწყვიტა, როდესაც კორონავირუსის ახალმა ტალღამ განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.
ქვეყანაში სრულწლოვანი მოსახლეობის 62% მინიმუმ ერთი დოზით აიცრა, 22% კი - სრულად.