ინდოეთის უმსხვილესმა გადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის იმპორტი შეაჩერეს

ამერიკული სანქციების გამო ინდოეთის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანიებმა რუსული ნავთობის იმპორტი შეაჩერეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია Cовкомфлот-ის გემებსა და დამატებით 14 დიდ ტანკერზე, რომელსაც თებერვალში აშშ-მ სანქციები დაუწესა. მეორადი სანქციების რისკის გამო, რუსული ნავთობის იმპორტი შეაჩერა ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამუმაშავებელმა კომპანია Indian Oil-მა. წყაროს ინფორმაციით, კომპანიები დეტალურად ამოწმებენ გემებისა და ტვირთების დოკუმენტაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ არ აქვთ კავშირი სანქცირებულ კომპანიებთან. 

რადენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული ნავთობის მიღება შეაჩერა კერძო კომპანია Reliance-მა. დამატებითი ყურადღებით აკვირდებიან რუსული ნავთობის გადამტან სხვა გემებსაც. მაგალითად სამხრეთ აზიაში მყოფი ტანკერები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ელოდნენ პორტში შესვლის ნებართვას. 

კონტექსტი 

Bloomberg წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები მანამდე მიღებული ზომების გაგრძელებაა, რომელიც რუსული ნავთობის გასაყიდ საფასო ჭერის დარღვევას ეხებოდა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული ემბარგოს შედეგად ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი გახდა. 

სანქციების გამკაცრების შემდეგ, ინდურმა მწარმოებლებმა ნავთობის ალტერნატიული წყაროების ძებნა დაიწყეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 

ამასთანავე, გამოცემის შეფასებით მარტში რუსული ნავთობის იმპორტის მაჩვენებლები ინდოეთში კვლავ მაღალი იქნება. სხვადასხვა მონაცემებით, ინდოეთი ყოველდღიურად 1.8 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობს. 

 

მსგავსი სიახლეები