ინდონეზიის მთავრობა: დაკარგული წყალქვეშა ნავის 53-ვე მეზღვაური დაიღუპა
კვირას, ინდონეზიის ფლოტმა განაცხადა, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავი ნაპოვნია და ეკიპაჟის 53-ვე წევრი დაიღუპა.
წინა ოთხშაბათს, ინდონეზიის ფლოტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტაქტი დაკარგეს წყალქვეშა ნავ KRI Nanggala-402-თან, რომელიც ტორპედოს გასროლისთვის ემზადებოდა.
“მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ KRI Nanggala ჩაიძირა და ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია,” თქვა მარშალმა ჰადი ტჯაჰჯანტომ.
“ნაპოვნია KRI Nanggala-402-ის ნაწილები. წყალქვეშა ნავი სამ ნაწილად იყო დაშლილი,” - თქვა ფლოტის შტაბის უფროსმა იუდო მარგონომ.
ინდონეზიის პრეზიდენტმა, იოჯო ვიდოდომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა - “ყველა ინდონეზიელი გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო.”
სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები უჟანგბადობის გამო დაიღუპნენ. ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ჯერ დაუდგენელია.