ირანის პრეზიდენტი; ისრაელმა წითელი ხაზები გადაკვეთა
ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც შესაძლოა ყველას უბიძგოს საპირისპირო ზომებისკენ.
ამის შესახებ ებრაჰიმ რაისიმ ტვიტერზე დაწერა.
"ვაშინგტონი მოგვიწოდებს არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ამ დროს თვითონ ისრაელს ფართომასშტაბიან დახმარებას უწევს. აშშ წინააღმდგობის რკალს სიგნალი გამოუგზავნა, მაგრამ მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე", წერს რაისი.
კონტექსტი
ირანმა რიტორიკულად მხარი დაუჭირა ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ არ მისცემენ ისრაელს საშუალებას ღაზაში დაუსჯელად იმოქმედოს.
ისრაელთან დაპირისპირების მზაობის შესახებ აცხადებს ყველაზე ძლევამოსილი ირანული პროქსი დაჯგუფება რეგიონში ჰეზბოლაც. 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე ჰეზბოლასა და ცახალს შორის ცეცხლი განახლდა. ბოლო მონაცემებით, საზღვარზე შეტაკებების შედეგად მოკლულია ჰეზბოლას 40-მდე მებრძოლი.
დაძაბულობის მიუხედავად, უცნობია რამდენად მზად არის ირანი სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართოს ჰეზბოლა - ამერიკული დაზვერვის შეფასებით ირანი დაინტერესებულია ესკალაციით, თუმცა ამ დროისთვის არ სურთ სრულმასშტაბიან ომში ჩართვა.