ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების მასირებული თავდასხმა დაიწყო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების მასირებული თავდასხმა დაიწყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს. დრონებით თავდასხმის ფაქტს ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. 

გამოცემა Axios-ის ისრაელის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ცნობით, თავდასხმა Shaheed-ის ტიპის დრონებით მიმდინარეობს. 

IDF-ის პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, არმია თვალს ადევნებს დრონების ტრაექტორიას და საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია. 

კონტექსტი 

თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის პრემიერმა, ბიბი ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის გაფართოებული სხდომა მოიწვია, რომელის ირანის შესაძლო შეტევას ეძღვნებოდა. 

მიმდინარე შეტევას წინ უძღოდა ისრაელის საავიაციო დარტყმა დამასკოზე 4 აპრილს, რომელსაც ირნის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღლაჩინოსანი გენერალი მოჰამად რეზა ზეჰადი და კიდევ რამდენიმე ოფიცერი ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები