ისრაელთან ომისთვის მოსამზადებლად, ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა - NYT
ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები სთხოვა, რადგან ის ისრაელთან შესაძლო ომისთვის ემზადება და მათი მიწოდება უკვე მიმდინარეობს.
ამის შესახებ The New York Times წერს.
ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ჩართულია ომის დაგეგმვაში, რომელთაგან ერთი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრია, დაადასტურა, რომ ირანმა ეს უკვე მოითხოვა და რუსეთმა დაიწყო მოწინავე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის მიწოდება.
გამოცემა წერს, რომ 5 აგვისტოს თეირანს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანი, რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ირანი ისრაელზე შურისძიებისთვის ემზადება გასულ კვირას, ირანის მიწაზე "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო.
შოიგუ ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს, ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ბრიგადის გენერალ მოჰამედ ბაგერის, რომელიც ხელმძღვანელობს ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების დაგეგმვას და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა.
"შოიგუს ვიზიტი ხაზს უსვამს ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირს, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. ირანმა რუსეთს სამხედრო დრონები მიაწოდა და ორმა ქვეყანამ ახლახან დაასრულა შეთანხმება სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ." - წერს გამოცემა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ შოიგუსა და გენერალი ბაგერის შეხვედრა აჩვენა.
"ჩვენ მზად ვართ ირანთან სრული თანამშრომლობისთვის რეგიონალურ საკითხებზე," - თქვა შოიგუმ.
გენერალმა ბაგერიმ შოიგუს უთხრა, რომ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არის "ღრმა, გრძელვადიანი და სტრატეგიული" და ირანის ახალი მთავრობის პირობებში ის მხოლოდ გაფართოვდება.