ირანში აქციაზე დაკავებული პირველი დემონსტრანტი ჩამოახრჩეს

ირანში ბოლოდროინდელი გამოსვლებისას დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა დაიწყეს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დღეს დილით - მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩვეს, რომელიც რევოლუციურმა სასამართლომ "ღვთის მტრობაში" დაადანაშაულა.

მას ბრალად ედება "მეამბოხეობა" - 25 სექტემბერს თეირანის მთავარი გზის გადაკეტვა და რევოლუციური გუშაგების სპეცრაზმის წევრის დაჭრა.

აქტივისტების თანახმად, მოჰსენ შეკანის სასამართლო პროცესი მხოლოდ სპექტაკლი იყო და მას სამართლიანად გასამართლების არავითარი საშუალება ჰქონია.

ირანის მართლმსაჯულების უწყების თანახმად, ამ დროისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა უკვე 11 ისეთ ადამიანს, ვინც უკანასკნელი გამოსვლების გამოა დაპატიმრებული.

ადამიანის უფლებათა სააგენტოს თანხმად, დღეისათვის ირანში მინიმუმ 475 დემონსტრანტი მოკლეს, 18 240 კი დააკავეს.

 

კონტექსტი

ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები თითქმის 3 თვეა მიმდინარეობს. 

თავდაპირველად, ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა.

 

 

მსგავსი სიახლეები