ირლანდია 12-15 წლის ბავშვების აცრას იწყებს
ირლანდიაში 12-დან 15 წლამდე ბავშვებს აცრას შესთავაზებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას ირლანდიის მთავრობა უკვე დაეთანხმა.
ირლანდიის მთავრობა, მშობლების ნებართვით, ბავშვების Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინით აცრას გეგმავს.
ქვეყნის ხელისუფლებას ვაქცინაციის პროგრამის ტემპის ზრდა სურს. ირლანდიაში ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, მათ შორის, პაბები და რესტორნები დახურულ სივრცეში აგრძელებენ მუშაობას.
ირლანდიის მოსახლეობის 52.8% სრულად არის აცრილი.