ირპენში დაბომბვის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
6 მარტს, ირპენში დაბომბვას რვა მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა განაცხადა.
მისი თქმით, სოფელ რომანოვკაში ევაკუაციის მცდელობისას მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
"რუსი ოკუპანტები ესროდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. დაიღუპა ოჯახი, ჭურვი მოხვდათ, ჩემს თვალწინ დაიღუპნენ ორი პატარა ბავშვი და ორი ზრდასრული", - თქვა მან.
ქალაქის მერმა ასევე უარყო, რომ ირპენი რუსებმა დაიკავეს:
"ირპენი იბრძვის! ირპენი არ დანებებულა! ირპენის ნაწილი მართლაც რუსმა დამპყრობლებმა დაიკავეს, მაგრამ ირპენი ნაწილი იბრძვის და პოზიციებს არ თმობს."
ირპენში დაღუპულთაგან ერთ-ერთი მსახიობი და ტელეწამყვანი პაშა ლია. ამის შესახებ ჟურნალისტებმა იაროსლავ კუტსმა და ოლგა არტიუშენკომ ფეისბუქზე დაწერეს.