ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა
ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
"მოხარული ვართ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინას ომის ამ რთულ პერიოდში. ვისურვებდი, რომ ყველა უკრაინული სახლი იყოს განათებული, არ დაინგრეს და არ დადგეს ამ მძიმე განსაცდელების წინაშე, რომელიც უკრაინას შეემთხვა." - განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა გენერატორების გადაცემას, მადლობა გადაუხადა ისრაელს გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ ეს "ძლიერ იმპულსს აძლევს რეგიონის აღდგენას".
მან აღნიშნა, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების გათვალისწინებით.
მინისტრმა თქვა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ხერსონის რეგიონში დამატებით გაგზავნის 21 გენერატორს და 24 ტრანსფორმატორს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღეს საერთაშორისო პარტნიორებისგან.