ისრაელში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ 1 მარტს, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რაც შემდგომში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა თელ-ავივში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დაკავებულია 39 ადამიანი.

AFP-ის ცნობით, სულ მცირე 11 დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Associated Press ასევე წერს, რომ სამართალდამცავებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სარას ცოლის გადარჩენა მოუხდათ. მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს სალონს, სადაც ის იმყოფებოდა. "ქვეყანას ცეცხლშია, სარა კი თმას იჭრის", - ყვიროდნენ აქციის მონაწილეები. შედეგად ის სალონიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს და ხალხმა სკანდირებდა: "სირცხვილი!"

თავად ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა პოლიციის ქმედებებს და ტელევიზიით განაცხადა, რომ მომიტინგეებმა "წითელი ხაზი გადაკვეთეს."

"დემონსტრაციის უფლება არ ნიშნავს ქვეყნის ანარქიაში ჩაძირვას", - თქვა მან. "ჩვენ არ დავუშვებთ კანონის დარღვევას და ძალადობას - არც ჰავარში, არც თელ-ავივში და არც სადმე სხვაგან."

საკამათო სასამართლო რეფორმა

სასამართლო რეფორმა ისრაელის ახალი მემარჯვენე მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ქვეყანაში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში რეფორმა გამოცხადდა.

შემოთავაზებულმა ცვლილებებმა უნდა გააფართოვოს მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად და შეზღუდოს სასამართლო უფლებამოსილება კანონებზე ვეტოს დასადებად. ქნესეთმა შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით 20 თებერვალს დაამტკიცა.

ნეთანიაჰუ და მისი კოალიციის წევრები ამტკიცებენ, რომ სასამართლო რეფორმა მიზნად ისახავს ისრაელში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის აღდგენას. კრიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კანონის უზენაესობას დაარღვევს. გარდა ამისა, ნეთანიაჰუს ოპონენტები თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების თავიდან აცილება სურს.

კანონპროექტი ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ

კიდევ ერთი საკამათო კანონპროექტი, რომელიც ახლა ქნესეთში წარადგინეს, ითვალისწინებს ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას. აქამდე ისრაელში სიკვდილით დასჯა სასამართლოს განაჩენით მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს, მეორედ და ბოლოს 1962 წელს, როდესაც ჩამოახრჩვეს "ჰოლოკოსტის არქიტექტორი" ადოლფ ეიხმანი.

1 მარტს, როდესაც მასიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისრაელის პარლამენტმა წინასწარი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ. ახლა ის ქნესეთის შესაბამის კომიტეტში უნდა განიხილონ.

მსგავსი სიახლეები