ისრაეულური მედია: მთავრობამ ზელენსკის ვიზიტზე უარი უთხრა

ისრაელის მთავრობამ ვოლოდიმირ ზელენსკის სოლიდარობის ვიზიტზე უარი უთხრა. 

თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Ynet-მა გაავრცელა. მოგვიანებით იმავე შინაარსის სტატია სხვა წყაროებზე დაყრდნობით Times of Israel-მაც გამოაქვეყნა

წყაროების ცნობით, ისრაელის მთავრობამ უკრაინულ მხარეს განუცხადა, რომ "ახლა მსგავსი ვიზიტისთვის შესაბამისი დრო არ არის."

კონტექსტი 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც ისრაელი მხარდამჭერი მკაფიო განცხადება გაავრცელა. ზელენსკი ასევე ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელიც ტერაქტის შემდეგ ბიბი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. 

"ტერორი ყოველთვის დანაშაულია, არამხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის ან ერის მიმართ, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

11 ოქტომბერს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზელენსკის ოფისში ისრაელი მთავრობის აპარატს "სოლიდარობის ვიზიტის ორგანიზება თხოვა."

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ისრაელის დაგმო რუსეთის ქმედებები, თუმცა თავი შეიკავა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისგან და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა. 

ანალიტიკოსების აზრით, ისრაელი ერიდება რუსეთის უკმაყოფილებას, რომელსაც ისრაელის მოსაზღვრე სირიაში სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს. 

მსგავსი სიახლეები